rkoni
Tuesday, February 15, 2011
Wednesday, June 24, 2009
ექვსკურსია რკონში
2009 წ
წინა დგეს ისეთი თავსხმა წვიმა იყო რკონში წასვლა გადავიფიქრე, მაგრამ ბავშვებმა საშუალება არ მომცეს......დაგეგმილ დღეს ნუ გადავდებთო. გადავწყვიტეთ ხვალ მივდივართ რკონში........
ბევრი შევგროვდით, სივიწროვე და მხიარულებაა....
ჯერ ერთაწმინდაში შევჩერდით.
მივადექით
თამარის ხიდს.......
საოცრებაა, ხიდი თამარის დროს აუგიათ...
ჩემ სამშობლოს ქვეყანაზე სამშობლო არ სჯობია...

თითქმის პირვანდელი სახითაა ჩვენამდე მოღწეული.........
*******************************************************************************
ხიგის ქვეშ მდინარე თეძამი მიედინება......

საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე.
ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. გაძგიფვა დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად. იყენებენ სარწყავად.

თორნიკე არ გადავარდე!!!!!!!!!!!!!


გადმოცემის თანახმად, რკონში იყო “სალოცავი ხე” დიდი ცაცხვის ხე, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას.
რკონის სამონასტრო კომპლექსი ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს.
*************************************************************************
რკონის ეკლესია....
ღვთისმშობლის სახელობისაა..........
თემურ-ლენგის ამ გამანადგურებელი შემოსევის შესახებ ,პატარა იმდროინდელი თარიღიანი ცნობა ჯერ კიდევ ამ საუკუნის დამდეგს თეძმის ხეობაში მდებარე რკონის მონასტრის პატარა ეკლესიის შესავალი კარების მარჯვენა ქვაზე ამოჭრილ წარწერაშიც იყო დაცული, რომელშიც ნათქვამია: ”ქ. აქა მოვიდა ლ [ა] ნგდემორდა და [ა] ქცივნ [ა] ეკლეს [ი] ან [ი] და რკონიცა და [ა] ქცია, ქ [ორონი] კ [ო] ნი იყო პჱ”(88)...
რკონის ხუროთმოძღვრული სამონასტრო კომპლექსი,კასპის რაიონში სოფ.ჩაჩუბეთის მიდამოეს არსებობს.
არსებობს სამი ძირითადი ფენა რომელიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდს უნდა შეესაბამებოდეს.
I ფენა-VII საუ.საა. II ფენა-XIII-XIV საუ.ის. III ფენა-XVII-XVII
რკონის კომპლექსი რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.
***********************************************************************************
რკონის სამონასტრ კომპლექსსა და ნასოფლარს შორის რკონის ციხე მდებარეობს, დაახლოებით XVII- საუკუნისაა, ფეოდალთა რეზიდენციას წარმოადგენდა შუა საუკუნეებში.

********************************************************************************
ის ურჩევნია მამულსა შვილი რომ სჯობდეს მამასა......

თამუნა ,ანა, ნათია.
ნოდარი და ბაჩო....
ნოდარი............

X_2 ,,კლასი"
******************************************************************************************
Subscribe to:
Comments (Atom)
